ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდაბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ისინი საავადმყოფოში გადაყავთ.

როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფრენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ნიუპოსტი