გაჩიანში მამაკაცი სცემეს და გააუპატიურეს

გაჩიანში მამაკაცი სცემეს და გააუპატიურესგაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა შუახნის მამაკაცი სოფლის ბოლოში გაიყვანა, ჯერ სცემა და შემდეგ კი გააუპატიურა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.

ინტერპრესნიუსი