დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი, ფლორენსი, უახლოვდება

დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი, ფლორენსი, უახლოვდებადედამიწას, NASA-ს მიერ სისტემატური დაკვირვებების დროიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელიც პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება. ამის შესახებ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე წერენ.

ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწისგან მინიმალური დაშორებაზე (7 მილიონი კილომეტრი/18 დაშორება დედამიწასა და მთვარეს შორის) 2017 წლის 1 სექტემბერს აღმოჩნდება. ასტეროიდის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს.

“სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ ფლორენსი მათ შორის ყველაზე დიდია”, – აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი.

(3122) ფლორენსი დედამიწისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. 2017 წელს, მასზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.

იმედინიუსი