ვახტანგ აბაშიძე თვეში 20.522 ლარს იღებდა, კახა ბექაური – 14.499 ლარს, ირინა მილორავა – 12.300 ლარს – ხელფასები ქართულ მარეგულირებელ კომისიებში

ვახტანგ აბაშიძე თვეში 20.522 ლარს იღებდა, კახა ბექაური - 14.499 ლარს, ირინა მილორავა - 12.300 ლარს - ხელფასები ქართულ მარეგულირებელ კომისიებშისაქართველოში ორი მარეგულირებელი კომისია მოქმედებს – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. სემეკში სულ 4 წევრი შედის – თავმჯდომარე და კომისიის 3 წევრი. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 5- თავმჯდომარე და კომისიის 4 წევრი.
კომისიებში ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირებისაგან მიღებული რეგულირების საფასური- სემეკის შემთხვევაში და ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემთხვევაში.
ხელფასების შესახებ ინფორმაცია “საქმის კურსმა” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებიდან მიიღო:
2016 წლის განმავლობაში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ხელფასის სახით 233.988 ლარი აქვს მიღებული კომისიის წევრს კახა ბექაურს, რომელიც 2017 წლის მაისში კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მისი ყოველთვიური ხელფასი კომისიის წევრობიდან 14.499 ლარია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ გასულ წელს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის 246.272 ლარი იყო, ყოველთვიურად 20.522 ლარი.
კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის წლიური შემოსავალი 233.988 იყო, ელისო ასანიძეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის 2016 წელს ხელფასის სახით 234.911ლარი აქვს მიღებული. კომისიის კიდევ ერთ წევრ მერაბ ქათამაძეს ხელფასი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხელფასები კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსებიდან – 2000 წლიდან – თითქმის არ შეცვლილა.
რაც შეეხება სემეკს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს ირინა მილორავას 2016 წელს ხელფასის სახით 147.750 ლარი აქვს მიღებული, თვეში დაახლოებით 12.300 ლარი.
კომისიის წევრმა გოჩა შონიამ შარშან ხელფასის სახით 146.550 ლარი მიიღო, თვეში 12.200 ლარი. გიორგი ფანგანმა კი 160.700, თვეში დაახლოებით 13.400 ლარი.
კომისიის მეოთხე წევრია მაია მელიქიძე, რომელიც სემეკში ახლახანს დაინიშნა, შესაბამისად, ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიძებნება.
ეკონომისტების შეფასებით, მაღალი ხელფასები მარეგულირებელ კომისიაში კორუფციის თავიდან არიდების და კორუფციული გარიგებების არარსებობის გარანტია.
ბიზნესმედია