ილჰამ ალიევმა ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს ვერტმფრენი გამოუგზავნა

ილჰამ ალიევმა ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს ვერტმფრენი გამოუგზავნააზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.
ბორჯომში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.

ინტერპრესნიუსი