ირმა ნადირაშვილი – ”მთავრობამ მოქმედება დააგვიანა, კრიზისების მართვის საბჭომ სრული უუნარობა გამოავლინა”

ირმა ნადირაშვილი - ”მთავრობამ მოქმედება დააგვიანა, კრიზისების მართვის საბჭომ სრული უუნარობა გამოავლინა”მთავრობამ დააგვიანა მოქმედება, კრიზისების მართვის საბჭომ გამოავლინა სრული უუნარობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით განაცხადა.
ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსახლეობის დასახმარებლად.
– პირველ რიგში, ყველა მეხანძრე და პოლიციელი, რომელიც ამ წუთებშიც კი იქ მუშაობს უნდა გრძნობდეს საზოგადოების მხარდაჭერას და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვითარება ახლაც ძალიან კრიტიკულია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ახლა მაინც ყველაფერი გააკეთოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. რაც ნათელი იყო ის არის, რომ მთავრობამ დააგვიანა მოქმედება. კრიზისების მართვის საბჭომ გამოავლინა სრული უუნარობა. ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობის შესახებ და ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ საკუთარ პიარზე, რაც ახლა მაინც აღარ უნდა განმეორდეს, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.