”მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა” – ოზურგეთში სროლის დეტალები

”მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა” - ოზურგეთში სროლის დეტალებიოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ყოფილი ცოლის განცხადებით, პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე „თავს არ ანებებს.

– ორი წელიწადია გაშორებული ვარ პირველ ქმართან. მქონდა სასამართლო პროცესი და ოფიციალურად განვქორწინდით. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს და მათი ნახვის უფლება ჰქონდა ყოფილ ქმარს. ამით არ კმაყოფილდებოდა, სულ მაგინებდა, მემუქრებოდა და იყო ერთ ამბავში. განქორწინების შემდეგ მე შევქმენი ახალი ოჯახი და მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა. გუშინაც დამირეკა ტელეფონზე, ითხოვდა შეხვედრას და ისევ დამემუქრა მოკვლით. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში მოვიდა ჩემს სახლთან და მანქანიდან ისროლა. გარეთ იყვნენ ჩემი დედამთილი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავშვი. როგორც კი გააჩერა მანქანა, მაშინვე ისროლა, – ამბობს დაზარალებული.

გუშინ ოზურგეთში კაცმა ყოფილი სიდედრი, მეზობელი და ხუთი თვის ბავშვი დაჭრა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია.