ნინო ბურჯანაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

ნინო ბურჯანაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინარამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.
პარტიებმა მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი – დიმიტრი ლორთქიფანიძე.
– ჩვენ ადგილობრივი არჩევნების წინ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ არჩევენებით უნდა დაიწყოს ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება. იმედი მაქვს, საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ გადავაყოლეთ ოპოზიციური შეთანხმება. მხოლოდ ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება და მივაღწიოთ მეორე ტურს. სამწუხაროდ, დანარჩენმა პარტიებმა პარტიული ინტერესები, გარიგებები დააყენეს მაღლა და ბოლოს წუთს უარი თქვეს ერთიან კანდიდატზე. დღესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, გარდა “ქართული ოცნების”და “ნაციონალური მოძრაობისა, – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ზუსტ თარიღს პრეზიდენტი მარგველაშვილი 22 აგვისტოს დაასახელებს. თბილისის მერობის თითქმის ყველა მთავარი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერობის კანდიდატად პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი დაასახელა “პატრიოტთა ალიანსმაც”.

იმედინიუსი