ნინო ცქიტიშვილი – ”თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შოუს წელს ვერ შეუერთდება”

ნინო ცქიტიშვილი - ”თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შოუს წელს ვერ შეუერთდება”თაკო ნაცვლიშვილს Victoria’s Secret-ის შოუზე წელსაც ვერ ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას თაკოს დედა, ნინო ცქიტიშვილი, ფეისბუკზე ავრცელებს.ნინო ცქიტიშვილი - ”თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შოუს წელს ვერ შეუერთდება”

დღის მეორე ნახევარში თაკომაც გააკეთა კომენტარი.
“მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან ვაფასებ.
სამწუხაროდ წელს უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც. წლევანდელი წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს დავნებდები, პირიქით, მეტი შემართებით გავალ და ამ წელს მაქსიმალურად გამოვიყენებ მოსამზადებლად,” -წერს თაკო.

VS-ის ქასტინგზე ქართველი მოდელი შარშანაც გავიდა, თუმცა მისი მცდელობა შარშანაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთერთ ინტერვიუში კი ქართველმა მოდელმა აღნიშნა, რომ VS-ის ქასტინგებზე მანამ გავა, სანამ არ აირჩევენ.
თაკოს მაღალ მოდაში საკმაოდ წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თუმცა მიმდინარე წელს, უპირატესობა VS-ის ქასტინგს მიანიჭა და პოდიუმზე თითქმის არ გვინახავს. წარმატებები ვუსურვოთ თაკოს და დაველოდოთ, თავად რას გვეტყვის.

ნიუპოსტი