პუტინი – “ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას”

პუტინი - "ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას"რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას განაცხადა.
– გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების პოვნა ახალი სამუშაო ადგილების და საგადასახადო ბაზის შესაქმნელად. მანვე აღნიშნა, რომ 2017-19 წლებში რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას და საინვესტიციო პროგრამა 6 მილიარდ რუბლს შეადგენს.
მისი თქმით, თავის მხრივ, ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსამტკიცებლად.

პუტინის განცხადებით, დღვანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით. მისივე თქმით, იანვარ-მარტში ურთიერთსავაჭრო ბრუნვა 6,5 %-ით გაიზარდა.

ინტერპრესნიუსი