რუსა ჩაჩუა დედა მეოთხედ გახდა

რუსა ჩაჩუა დედა მეოთხედ გახდამოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა მეოთხე შვილის დედა გახდა. ერთი ბიჭისა და ორი გოგონას შემდეგ, რუსას ბიჭი ეყოლა.
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. პატარას მშობლებმა ალექსანდრე დაარქვეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ გაავრცელა:
“გაჩნდა ალექსანდრე ნაფეტვარიძე… რუსა ჩაჩუა, დიმა ნაფეტვარიძე, ჩქარა უთხარით რა კარგი ბიძა ჰყავს ჩემი სახით.”
რუსა ჩაჩუასა და დიმა ნაფეტვარიძისთვის ეს მეორე შვილია. გოგონას შემდეგ წყვილს ბიჭი შეეძინა. მოდელს პირველი ქორწინებიდანაც გოგო-ბიჭი ჰყავს.