რუსეთი – სურგუტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

რუსეთი - სურგუტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღოდღეს უცნობი პირი რუსეთის ქალაქ სურგუტის ცენტრალურ ქუჩაზე ცივი იარაღით თავს დაესხა გამვლელებს, რის შედეგადაც 7 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ შორის 4 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა. მან ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკლეს.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი 1994 წელსაა დაბადებული.

სურგუტი მერმა ვადიმ შევალოვმა მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიმშვიდე და არ გააკეთონ ნაუცბათევი დასკვნები. მან თქვა, რომ ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

მოგვიანებით, რეიტერის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურგუტში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.