სუდანში რუსეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვესსუდანში რუსეთის ელჩი ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება.

მირგაიას შირინსკი სუდანში რუსულ დიპლომატიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის 6 ელჩი მოულოდნელად გარდაიცვალა. თებერვალში, გაეროში, რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების შემდეგ, ბრიტანულმა Independent-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც რუსი ელჩების დაღუპვის უცნაურ სტატისტიკასა და გარემოებებზე წერდა.

იმედინიუსი