უეინ რუნიმ ნაკრებში კარიერა დაასრულა

უეინ რუნიმ ნაკრებში კარიერა დაასრულაინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება, თვითონ რუნიმ გააკეთა, რომლის თქმით მისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა.

” ინგლისის ნაკრებთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს და ყოველთვის გავიხსენებ ამ დროს. უკვე ახალგაზრდა აღარ ვარ და ვფიქრობ, ნაკრებს აღარ გამოვადგები. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ჩემი ადგილი ნაკრებში აღარ არის”– განაცხადა უეინ რუნიმ.

უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში 119 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლის გატანა შეძლო. ის ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.