უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევეს

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევესრუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში სამი წლით შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ალიონა გიტლიანსკაიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა, რომელთან მიმართებაშიც მიღებულია გადაწყვეტილება იძულებით გააძევონ უკრაინიდან, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წლით შემოსვლა ეკრძალება. გადაწყვეტილება მიღებულია კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ზიანს აყენებდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, – წერს გიტლიანსკაია.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მისი კორესპონდენტი კიევში ანა კურბატოვა გატაცებულია.
„ანა კურბატოვა კიევის ცენტრში გაიტაცეს. ჩვენ ვერ ვუკავშირდებით მას. ჩვენი კოლეგა უცნობ პირებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ჩვენი მონაცემებით, ანა კურბატოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა“, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი