ფილიპ ლამს კარიერის განახლება შესთავაზეს

ფილიპ ლამს კარიერის განახლება შესთავაზესგერმანელ ფეხბურთელს ფილიპ ლამს, რომელმაც კარიერა ზაფხულში დაასრულა, ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. ეს მეორე ბუნდესლიგის გუნდმა სანქტ პაულიმ გააკეთა, რომელმაც ფილიპს ერთწლიანი კონტრაქტი და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი შესთავაზა, მაგრამ ლამი ჯერჯერობით უარზეა.

მისი თქმით, ფეხბურთთან დაკავშირებით მან რამდენიმე თვის წინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს. ლამმა დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია სანქტ პაულის შეთავაზება, მაგრამ ფეხბურთში ის აღარ დაბრუნდება.

ამჟამად ლამი ისვენებს და თავის მომავალზე ნაკლებად ფიქრობს. შესაძლოა მალე ის მწვრთნელის რანგში ვიხილოთ.