ქეთი დოლიძეს თეატრიდან უშვებენ – “პირადად მიხეილ გიორგაძე მებრძვის”

ქეთი დოლიძეს თეატრიდან უშვებენ - "პირადად მიხეილ გიორგაძე მებრძვის"ქეთი დოლიძემ შესაძლოა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს. დოლიძის თქმით მას პირადად კულტურის მინისტრი ებრძვის. კულტურის სამინისტროში კი მის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო ხელმძღვანეების კონკურსი 22 თეატრშია გამოცხადებული, უკვე ცნობილია, რომ 17 მათგანში ხელმძღვანელი უცვლელი დარჩება:

– მარაზმი არის ის, როგორც მექცევა მე კულტურის საინისტრო, რობიკო სტურუას ეგენი ხელს არ ახლებენ, ვარსიმაშვილს არ ახლებენ და არც უნდა ახლონ, დოიაშვილს არ ახლებენ, იმას არ ახლებენ და როგორ? ეს ხომ პირადი შურისძიებაა ჩემზე, – განაცხადა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით ქეთი დოლიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე სავარაუდოდ ქუტაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს.

თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლას აპროტესტებს თეატრის დასის ნაწილი.

ნიუპოსტი