ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული თორნიკე ქებურია ქეთი ჟღენტზე ქორწინდება

ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული თორნიკე ქებურია ქეთი ჟღენტზე ქორწინდებაქრისტინე იმედაძის და ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ყურადღება იყო.
წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ თორნიკე ქებურია “მის საქართველო 2015”-ის, სალომე ხელაშვილის დას, მაშო ხელაშვილს სწორედ ქრისტინეს გამო დაშორდა.
თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ საჯაროდ გამოჩენას არც ერთი აღარ ერიდებოდა. ისინი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ერთად დადიოდნენ და ხშირად სტუმრობდნენ, ქრისტინეს საყვარელ მონაკოს.
ბოლო დროს თბილისში ხმები გავრცელდა, რომ თორნიკე და ქრისტინე დაშორდნენ. “რეიტინგი” დაშორების მიზეზების გარკვევას რამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობდა.
როგორც გაირკვა, წყვილი ნამდვილად დაშორდა, თუმცა რეალურმა ამბავმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თორნიკე ქებურია უკვე დაინიშნა. მისი ახალი რჩეული ულამაზესი ქეთი ჟღენტი გახლავთ. წყვილის ნიშნობა რამდენიმე დღის წინ შედგა. თორნიკემ ქეთის ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავს.

რეიტინგი