წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვებაწაღვერში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია, ამჟამად კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოხდა მდინარის დაგუბება, რათა ვერტმფრენმა წყლის ამოღება შეძლოს.
ბორჯომის გამგებლის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა გაჩენილი, სახანძრო სამუშაოების განხორციელება გართულებულია. მისივე თქმით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც არის მობილიზებული.
წაღვერში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.