13 წლის წინ დაკარგული ნიშნობის ბეჭედი ქალმა სტაფილოში იპოვა

84 წლის მერი გრამსმა ნიშნობის ბეჭედი 2004 წელს, საკუთარ ეზოში მუშაობისას დაკარგა. ბეჭედს მთელი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თუმცა უშედეგოდ.
მერიც შეეგუა, რომ ნიშნობის ბეჭედს ვერასოდეს ნახავდა, მანამ სანამ მისმა რძალმა ბოსტნიდან სტაფილო არ მოიტანა.

რა შუაშია სტაფილო ბეჭედთან?

საქმე ისაა, რომ მერის რძალს სადილის მოსამზადებლად სტაფილო დასჭირდა და საკუთარ ბოსტანს მიაშურა. რამდენიმე სტაფილო ამოიღო და ერთ-ერთ მათგანს უცნაური ბჭყვიალი შენიშნა – სტაფილოს ბეჭედი ჰქონდა შემოხვეული.

როდესაც სახლში დაბრუნდა, მერის ჰკითხა, ეცნობოდა თუ არა ბეჭედი, მანაც მაშინვე იცნო საკუთარი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მეუღლემ 1951 წელს აჩუქა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018