15 ყველაზე წარმატებული ლოთი კაცობრიობის ისტორიაში

15 ყველაზე წარმატებული ლოთი კაცობრიობის ისტორიაშიამბობენ, რომ ალკოჰოლიკები საზოგადოების ხორცმეტები არიან, მაგრამ ქვემომოყვანილი სია ამ აზრს თავდაყირა აყენებს…

ერნესტ ჰემინგუეი 

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ცნობილი იყო ბახუსის სიყვარულით, თუმცა საუბრებში ამას კატეგორიულად უარყოფდა. სასმელზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუმძაფრდა კუბაზე ცხოვრებისას , როცა იგი სხვადასხვა სახეობის კოქტეილებს აგემოვნებდა. როგორც ამბობენ, ცნობილი „სისხლიანი მერი“ ჰემინგუეის გამოგონილია! ვინ იცის.
ვინსენტ ვან გოგი

ალკოჰოლური სასმელი აბსენტი ვან გოგის ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. როგორც ამბობენ, ხელოვანი მას რეგულარულად მიირთმევდა და, სულიერი დაავადებების გარდა, ალკოჰოლიზმიც აწუხებდა. მისი ყოველდღიური რაციონი იყო: ყავა, სიგარეტი და სასმელი.

სტივენ კინგი

ეს ამერიკელი მწერალი, რომელიც კარგად არის ცნობილი საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ავტორია – დღემდე მსოფლიოში მისი წიგნების 350 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული. კინგის ბევრი გმირი ალკოჰოლიზმით იტანჯება. საბედნიეროდ, თავისი გმირების მსგავსად, კინგს ოჯახის დახოცვა არ უცდია (ჯერჯერობით?), მაგრამ იგი პრობლემის არსებობას აღიარებს და იმასაც ამბობს, რომ თავისი ყველაზე ცნობილი წიგნები სიმთვრალეში აქვს დაწერილი, რადგან ფხიზელს მუზა არ სტუმრობს.
ჯორჯ გორდონ ბაირონი 

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი და XVII-XVIII საუკუნეებში მხატვრული რომანტიზმის ლიდერი თავისი სექსუალური „საგმირო  საქმეებით“ (როგორც ქალებთან, ისე კაცებთან) და ალკოჰოლის სიყვარულით არის ცნობილი. მას განსაკუთრებით უყვარდა სასმელის დალევა ადამიანის თავის ქალისგან დამზადებული თასიდან. 
დედოფალი ელისაბედ I

ლედი ელისაბედ ანგელა მარგარეტ ბოუზ-ლაიონი, ინგლისის ახლანდელი დედოფლის, ელისაბედ II-ის დედა და მეფე გეორგ VI-ის  მეუღლე იყო.  ყველა ბრიტანელისთვის საყვარელი დედა-დედოფალი ერთგვარი ეროვნული სახე გახლდათ. ამის მიუხედავად, იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისი ადამიანური მანკიერებებით. ამბობენ, რომ დედოფალი დღეში რვაჯერ მაინც სვამდა ალკოჰოლს – ეს შეიძლება ყოფილიყო ღვინო, არაყი ან, უბრალოდ, ლუდიც. ამის მიუხედავად, ელისაბედ I-მა წარმატებით მიაღწია 101 წლის ასაკს.

ნერონი

ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი, რომის იმპერატორი ახალი წელთაღრიცხვის 54-დან 68 წლამდე, ძველრომაული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გადარეული და საშიში ფიგურა იყო. რომის ბევრი იმპერატორი ცდილობდა, თავისი ქვენა გრძნობები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ  ამ საქმეში

ემი უაინჰაუსი

ემი უაინჰაუსი 21-ე საუკუნის უდიდესი მუსიკალური ტალანტი იყო. მის მსგავს ხმას, ალბათ, ვეღარასოდეს მოვისმენთ. ნარკოტიკებსა და სასმელს ემი ადრეულ ასაკში დაეჩვია და სწორედ მათ მოუღეს ბოლო: 27 წლის უაინჰაუსი ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა.

ბილი ჰოლიდეი

ამ სიაში კიდევ ერთი მომღერალია. ამერიკული ჯაზის ოქროს ხმის მფლობელი ბილი ჰოლიდეი. მძიმე ნარკოტიკსა და ალკოჰოლს ისიც ადრეულ ასაკში დაეჩვია, რამაც შემდგომ მის კარიერას ხელი შეუშალა. სმის გამო ხმა დაუსუსტდა და იძულებული გახდა, გამოსვლები შეეწყვიტა. იგი 1959 წელს ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.

ბორის ელცინი

1990-იანი წლების ლეგენდარული ფიგურა, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. სიმთვრალეში მისი გამოხდომები საყოველთაოდ ცნობილია.

ალექსანდრე მაკედონელი

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერიის დამაარსებელი ალექსანდრე დიდი, 30 წლის ასაკში უკვე თავისი დროის საუკეთესო მხედართმთავრად ითვლებოდა. მასზე ბევრი ლეგენდა დადის, მათ შორის სასმელის სიყვარულზეც. მემატიანეთა გადმოცემით, მთელი ღამის ლოთობის შემდეგ მან თავისი მეგობარი კლიტონ შავი მოკლა. თავად ალექსანდრეს სიკვდილსაც კი ალკოჰოლს უკავშირებენ. შეიძლება  ითქვას, რომ იგი მსოფლიოში უდიდესი ლოთი იყო.

მელ გიბსონი

გიბსონი მხოლოდ თავისი სკანდალური შოვინისტური გამონათქვამებით არაა ცნობილი. სმა 13 წლის ასაკში დაიწყო და მავნე ჩვევად ექცა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ანონიმ ალკოჰოლიკებთან შეხვედრები, პოლიციასთან შეჯახებები და სარეაბილიტაციო კლინიკები – გიბსონს ეს გზა არაერთხელ აქვს გავლილი.

ედგარ ალან პო

ამერიკელი პოეტი, ნოველისტი და საუკეთესო კრიტიკოსი თავისი „შავი“ პროზით არის განთქმული. იგი ალკოჰოლიზმითა და ოპიუმის მოხმარებითაც იყო ცნობილი. მაგრამ მისი მთავარი წუხილი მაინც ალკოჰოლი გახლდათ, რამაც 40 წლის ასაკში ბოლოც მოუღო – იგი უცნობი გარემოებებისას ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა.

ჯეკ კერუაკი

„ბიტ-თაობის“ ლიტერატურის წარმომადგენელი, მწერალი ჯეკ კერუაკი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სიყვარულით იყო ცნობილი. იგი თავის ლოთურ გამოხდომებზეც ხშირად წერდა. კერუაკი მთვრალი საზოგადოებაში და სატელევიზიო გადაცემებშიც კი ჩნდებოდა. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა:  „როგორც კათოლიკეს, არ შემიძლია თავის მოკვლა, მაგრამ შემიძლია, სასიკვდილოდ დავთვრე“. კერუაკის სხეულმა ვეღარ აიტანა ამდენი და პატრონს 47 წლის ასაკში უღალატა.

დინ მარტინი

ძნელია ესტრადის მომღერლისა და მსახიობის დინ მარტინის ისეთი ფოტოს მოძებნა, სადაც მას პირში სიგარეტი და ხელში ჭიქა ალკოჰოლი არ აქვს და ქალის გვერდით არ ზის. მარტინის მტკიცებით, მის სხეულს „ალკოჰოლი სჭირდებოდა“ და მხოლოდ ამიტომ სვამდა, თუმცა ბევრი ამტკიცებდა, რომ მას სასმელი ნაკლებად ეკიდებოდა. ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, რომ მის კოქტეილში უფრო მეტი ხილის წვენი იყო, ვიდრე სპირტი. დინ მარტინი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

ბეტი ფორდი

დიახ, ეს სწორედ ის ბეტი ფორდია, რომელიც 1974-77 წლებში ამერიკის პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მეუღლე და პირველი ლედი იყო. იმ დროისთვის ბეტი ცნობილი გახლდათ თავისი ფემინისტური ღირებულებებით და ავადმყოფური მიდრეკილებებით. სწორედ ამიტომ ალკოჰოლიზმთან და უფრო ძლიერ ნივთიერებებზე დამოკიდებულებებთან საბრძოლველად მან კლინიკაც კი დააარსა. იგი 2011 წელს, 93 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

 funtime.ge