31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზივერძი

შეიძლება უფროსმა განსაკუთრებული საქმე დაგავალოთ. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ დიდი ხნის იდეები, მაგრამ გამარჯვებას ნურავის გაუმხელთ.

კურო
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად ახლობლებს სთხოვეთ დახმარება. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან.

ტყუპი
თავდაჯერებულად და გაბედულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით თუ საქმე პროფესიის, მისამართის შეცვლას ეხება.

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. ზოგიერთი სურვილი აგისრულდებათ; იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

ლომი
თუ გვერდით ერთგული და გამოცდილი ადამიანები არ გეყოლებათ, საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, სასიყვარულო პარტნიორთან.

ქალწული
მოერიდეთ ინტრიგებსა და გაურკვეველ სიტუაციებს. აგრეთვე, გადაჭარბებით ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. გარშემო მყოფებს ერთგულება არა სიტყვით, არამედ საქმით უნდა დაუმტკიცოთ.

სასწორი
შეიძლება საკუთარი საქმეების გადადებამ და სხვების დახმარება მოგიწიოთ. კარგი დღეა კონსულტაციის მისაღებად; მათ შორის, სამედიცინოს.

მორიელი
ენერგიულად და მორალურად მომზადებული ხართ რთული საქმეების შესასრულებლად. გამოავლინეთ ინიციატივა. წარმატება გელით სპორტში, სიყვარულში, შემოქმედებით სფეროში.

მშვილდოსანი
ნუ ხართ მიმნდობი, ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს. გაუფრთხილდით რეპუტაციას და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.

თხის რქა
ნუ დაგეგმავთ შორსმიმავალ საქმეებს, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. დღეს შეიძლება უცნობებმაც კი გაგიმხილონ საიდუმლოებები.

მერწყული
კარიერული წინსვლის, ხელფასის მომატების სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. კარგი დღეა ვალის, სესხის გადასახდელად.

თევზები
თუ გვერდით ერთგული და გამოცდილი ადამიანები გეყოლებათ, ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ფანტაზიებსაც ადვილად განახორციელებთ.

ნიუპოსტი