გლდანის ციხესთან ხანძარია

გლდანის ციხესთან ხანძარიაგლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე ხანძრის ფართობს ვერ აკონკრეტებენ.

როგორც უწყებაში imedinews-ს განუცხადეს, ცეცხლი გაჩნდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და იწვის ბალახის საფარი. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.