მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპატიმროდან უშვებენ

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპატიმროდან უშვებენმაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპატიმროდან უშვებენ სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დაიდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, “ცენტრ-პოინტი” იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, “ცენტრ პოინტის” აქტივების ყიდვით 3 მსხვილი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ერთია უკრაინული კომპანია და მეორე – “ემ კვადრატი”. საბოლოოდ რომელზე შეაჩერებენ არჩევანს რჩეულიშვილები, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
– საპროცესო შეთანხმება თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაფორმდება. რამდენიმე დიდი კომპანიაა დაინტერესებული “ცენტრ პოინტის” ყიდვით. თვის ბოლომდე სამივე თავის წინადადებას შემოგვთავაზებს და ვვარაუდობთ, რომ შემდეგ გაფორმდება საპროცესოც.
პროკურატურა, ეკონომიკის მინისტრიც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც საქმის კურსში არიან. გაფორმებისთანავე საქმე დაიძვრება, დაკავებულებიც საპატიმროს დატოვებენ. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება სექტემბერი, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.
“ცენტრ-პოინტს” ძალიან დიდი აქტივები აქვს. უბრალოდ, ჩვენ “ქეშის” პრობლემა გვქონდა. ასე რომ, კომპანიისთვის, რომელსაც აქვს საშუალება, რომ თანხა ჩადოს, ამ მხრივ “ცენტრ პოინტი” ძალიან მიმზიდველია. ძალიან დიდი თანხაა საჭირო და აუცილებლად დიდმა კომპანიამ უნდა იყიდოს.
“მშენებლობას თვითონ ის კომპანია დაასრულებს. ვალდებულებითი ნაწილი არის სულ 10% იმ პროექტებიდან, რაც უკვე დამტკიცებული გვაქვს. დანარჩენი 90% ჩვეულებრივად ასაშენებელია და კომერციულად საინტერესოა”, – უთხრა “მთელ კვირას” გურამ რჩეულიშვილმა.
დაზარალებულები კი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, ჯერ მათ დაკმაყოფილებას ითხოვენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თანხმობას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატ მარინა ცუცქირიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების მომხრეა დაზარალებულთა 90%, წინააღმდეგია მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და, ბუნებრივია, მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს.
საკითხთან დაკავშირებით მთვარ პოკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ “ცენტრ პოინტის” საქმის 4-წლიანი დავა რამდენიმე თვის წინ დამფუძნებლებისთვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა. სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი. თავად მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება კი განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.