ნოემბერში 15-დღიანი დაბნელება არ იქნება – რას ამბობს ნასას ყოფილი მეცნიერი

ნოემბერში 15-დღიანი დაბნელება არ იქნება - რას ამბობს ნასას ყოფილი მეცნიერიფორბსი ამერიკელი მეცნიერის, ნასას ყოფილი თანამშრომლის მარშალ შეფერდის ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც მეცნიერი კატეგორიულად უარყოფს, რომ ნასა ნოემბერში 15-დღიან სრულ დაბნელებას ელოდება დედამიწაზე.
“არა, ნასა რ პროგნოზირებს 15-დღიან სრულ დაბნელებას ნოემბერში“,- ამ სათაურით გამოქვეყნდა ბლოგი გავლენიანი გამოცემის ვებგვერდზე.
მეცნიერი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2015 წელს საიტ Newswatch33-დან გავრცელდა. სტატია გამოქვეყნდა სათაურით, “ნასა ადასტურებს, რომ დედამიწაზე 15 დღიანი სრული დაბნელება 2015 წლის ნოემბერში იქნება”.
სტატიაში საუბარი იყო, რომ თითქოს ნასას ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენმა 1000-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც დაბნელების მიზეზად ასტრონომიული ვენერასა და იუპიტერის გადაადგილებები სახელდებოდა.
– არც კი დავხარჯავ დროს ახსნაში, რადგანაც ეს ყალბი ინფორმაციაა. ასეთი ანგარიში არასოდეს მომზადებულა. მე ვარ ნასას ყოფილი მეცნიერი და ძალიან კარგად ვიცნობ ჩარლზ ბოლდენს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ყოფლი ასტრონავტია,- აცხადებს მეცნიერი და აღნიშნავს, რომ ნასას ტექნიკით დაბნელების წინასწარმეტყველება საკმაოდ იოლია.
მისი თქმით, 2015 წელს გავრცელებული მასალა წლიდან წლამდე აქტიურდება და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა.
ბიზნესმედია