ნუკი კოშკელიშვილს ოპერაცია გაუკეთეს

ნუკი კოშკელიშვილს ოპერაცია გაუკეთესტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ოპერაცია გაუკეთეს. ფოტოები საავადმყოფოდან ნუკიმ ინტერნეტით თავად გაავრცელა და საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ნუკი გაგუას კლინიკაში ხალის გაზრდის გამო მივიდა, თუმცა კვლევებით მას საგანგაშო ვერაფერი დაუდგინდა. ექიმებმა ხალის მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ნუკიმაც ფოტო საოპერაციოში გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.