პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახა

პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახაპატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახარამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა.

პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახადაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია.

შემთხვევის დროს ორივე ავტომობილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ.

იმედინიუსი