პრინცესა დიანა მოკლეს? – რას ამბობს მისი პირადი მცველი ალან მაკგრეგორი

პრინცესა დიანა მოკლეს? - რას ამბობს მისი პირადი მცველი ალან მაკგრეგორიალან მაკგრეგორი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი და პრინცესა დიანას პირადი მცველი, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ის შესაძლოა მოკლეს, ამასთან თავდასხმის მომზადებას ექვსი თვე დასჭირდა. ეს ინფორმაცია მან ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას მიაწოდა.
მაკგრეგორის თქმით, პარიზის სასტუმროს “რიცის” უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, სადაც დაღუპვამდე პრინცესა დიანა იყო დაბინავებული, სათანადო დონეზე არ იმყოფებოდა. მაგალითად, იმ საბედისწერო ღამეს, მანქანა, რომლითაც პრინცესას უნდა ესარგებლა, უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული სასტუმროს უკანა შესასვლელთან და იქ ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა მიახლოებას. თავად მანქანა საზოგადოებრივი ავტოსადგომიდან იქნა მოყვანილი და არა დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომიდან. ასევე ანრი პოლი, რომელიც დიანასა და დოდი ალ-ფაიედის მძღოლად იყო დანიშნული, საკმარისად კვალიფიცირებული არ ყოფილა.
პრინცესა დიანა მოკლეს? - რას ამბობს მისი პირადი მცველი ალან მაკგრეგორიროგორც მაკგრეგორი მიიჩნევს, შესაძლოა უელსის პრინცესა მდგომარეობის შემთხვევითი თანხვედრის შედეგად დაღუპულიყო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მისი დაღუპვა დაგეგმილი იყო.
შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, რომელიც პარიზში მდინარე სენას სანაპიროზე ალმას ხიდთან მდებარე გვირაბში მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპნენ პრინცესას თანამგზავრი დოდი ალ-ფაიედი – ეგვიპტელი მილიარდერის, მოჰამედ ალ-ფაიედის, შვილი და მძღოლი ანრი პოლი.