საქართველოში ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდი მუშავდება

საქართველოში ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდი მუშავდებასაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე. ლაბორატორიის სპეციალისტები ამუშავებენ ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების) მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე. ეს კი მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.

საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება. დაავადების სიმძიმიდან და ცოფის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელებიდან (ზოონოზიდან) – გამომდინარე, მაღალია პასუხისმგებლობა აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა დღეისათვის მაღალკვალიფიციურად ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო ლაბორატორიის სპეციალისტებთან. სექვენირების, ანუ სახეობრივი იდენტიფიკაციის მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა უკეთესი ეპიდზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისთვის.

ნიუპოსტი