ველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩოველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. ინფორმაცია “პირველს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წყლის რეზერვუარს გასარეცხად ამზადებდა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ მისი ავადმყოფი მეუღლე იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ექსპერტიზა დანიშნულია.