ვერტმფრენი ლუკაშენკომაც გამოგზავნა

ვერტმფრენი ლუკაშენკომაც გამოგზავნაბორჯომის ხეობაში ხანძრისსაწინააღმდეგო ოპერაციაში საქართველოს ბელორუსიც დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენი ბელორუსიდან უკვე გამოფრინდა და ბორჯომში უახლოეს ხანში იქნება.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 ვერტმფრენია ჩართული აქედან 2 ქართულია, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული. ასევე ელოდებიან სახანძრო თვითმფრინავს თურქეთიდან.

ნიუპოსტი