ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა

ზიდანმა  ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრაზინედინ ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც რეალმა გამარჯვება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, რეალი აგებდა, მაგრამ 83-ე წუთზე მარკო ასენსიომ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა კარიმ ბენზემამ, მაგრამ ზიდანმა ის დაიცვა და თქვა, რომ ფორვარდს უბრალოდ არ გაუმართლა.

” თამაშით კმაყოფილი ვარ. რამდენიმე ლიდერი არ გვყავდა, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის. ბენზემამ ბევრი მომენტი ვერ გაიტანა, მაგრამ ის მაღალი დონის ფორვარდია და მე მისი მჯერა”– განაცხადა ზიდანმა.

ვალენსიასთან რეალი სერხიო რამოსის და კრიშტიანო რონალდუს გარეშე თამაშობდა.