არასდროს მიხვიდეთ სტუმრად დარეკვის გარეშე – ეტიკეტის 18 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

1. არასდროს მიხვიდეთ სტუმრად დარეკვის გარეშე. თქვენთან რომ მოვიდეს ვინმე გაფრთხილების გარეშე, სავსებით შესაძლებელია დახვდეთ ხალათით და თმის სახვევებით. ერთი ბრიტანელი ქალბატონი ამბობდა, რომ სტუმრების მოსვლისას ყოველთვის იცვამდა ფეხსაცმელს და იღებდა ჩანთას. თუ სტუმარი მოეწონებოდა, ეტყოდა, “რა კარგია, ეს ესაა მოვედი”, თუ არ მოეწონებოდა – “რა საწყენია, რომ უნდა წავიდე”.

2. ქოლგა არასდროს გააშროთ გაშლილ მდგომარეობაში-არც ოფისში, არც სტუმრად. ის უნდა დაკეცოთ და ჩადოთ მისთვის განკუთვნილ სადგამში, ან ჩამოკიდოთ.

3. ჩანთა არ უნდა გედოთ მუხლებზე ან თქვენივე სკამზე. პატარა კოხტა ჩანთა – “კლაჩი” შეიძლება დადოთ მაგიდაზე, დიდი ჩანთა დაკიდეთ სკამის საზურგეზე ან დადეთ იატაკზე, თუ არ მოგიტანეს სპეციალური პატარა სკამი ჩანთის დასადებად(ელიტარულ რესტორნებში ის მოაქვთ), დადეთ ძირს.

4. პოლიეთილენის პაკეტები დასაშვებია გეჭიროთ მხოლოდ მაშინ, თუ სუპერმარკეტიდან ბრუნდებით. ასევე ცუდი ტონია ქაღალდის საფირმო პარკებით სიარული.

5. მამაკაცმა არ უნდა ატაროს ქალის ჩანთა და პალტო, მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ გარდერობში მიაქვს(მაგ. თეატრში).

6. იმ დღიდანვე, როცა ბავშვი ცალკე ოთახში გადავა, მიაჩვიეთ კარზე დაკაკუნებას. დააკაკუნეთ თქვენ და ისიც ამასვე მიეჩვევა.

7. საშინაო ტანისამოსი-ეს შარვალი და სვიტერია, მაგრამ ნორმალური შესახედაობა აქვს. არ შეიძლება ხალათით და პიჟამოთი სიარული. ის მხოლოდ საძინებლიდან აბაზანამდე გამოგადგებათ.

8. ქალმა შენობაში შეიძლება მოიხადოს შლაპა და გაიხადოს ხელთათმანი, მაგრამ არ უნდა მოიხადოს პატარა ქუდი.

9. საერთაშორისო პროტოკოლით სამკაულების საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 13 ნივთს. ხელთათმანზე ზემოდან არ უნდა გაიკეთოთ ბეჭედი, თუმცა სამაჯური დასაშვებია. ბრილიანტები ადრე წვეულებებზე ეკეთათ და გათხოვილი ქალები ატარებდნენ. ახლა ყოველდღიურადაც ატარებენ, მაგრამ ახალგაზრდა გოგონებისთვის დასაშვებია მხოლოდ 0, 25 კარატი.

10. რესტორანში გადახდის წესები: თუ თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას “მე გეპატიჟებით”- ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით. თუ ქალი ეპატიჟება რესტორანში საქმიან პარტნიორს, ის იხდის. “მოდი რესტორანში წავიდეთ” – ამ შემთხვევაში ყველა თავისას იხდის, თუ რა თქმა უნდა მამაკაცი არ შესთავაზებს გადახდას. ქალს შეუძლია დაეთანხმოს.

11. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ გამოდის ის, ვინც კართან ახლოს დგას.

12. ავტომობილში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება მძღოლის უკან მდებარე სკამი, იქ ჯდება ქალი, გვერდით მამაკაცი. გადმოსვლისას მამაკაცს უჭირავს კარი და ქალს ხელით ეხმარება. თუ მამაკაცი საჭესთან ზის, ქალმა მაინც უნდა დაიკავოს ადგილი მის ზურგს უკან, თუმცა სადაც გინდა იჯდეს ის, კაცი ვალდებულია კარი გაუღოს და გადმოსვლაში მიეხმაროს. საქმიანი შეხვედრების დროს მამაკაცები ხშირად არღვევენ ამ წესებს და სარგებლობენ ფემინისტების ლოზუნგით: “ბიზნესში ქალი და კაცი არ არსებობს”.

13. იმის გამოცხადება, რომ დიეტაზე ხართ-ცუდი ტონია. მით უმეტეს ამ მიზეზით არ შეიძლება უარი თქვათ დიასახლისის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე. აუცილებლად შეაქეთ მისი კულინარიული შესაძლებლობები. ასევე არ არის საჭირო იმის აფიშირება რატომ არ სვამთ. მოითხოვეთ თეთრი ღვინო და მხოლოდ მოსვით.

14. მაღალი საზოგადოებისთვის ტაბუდადებული თემებია: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული. უადგილო კითხვებია: “ღმერთო, რა კარგი კაბაა, რამდენი მიეცი?” როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს? თბილად გაიღიმეთ და უთხარით: “ეს საჩუქარია”. გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე. თუ თანამოსაუბრე არ გეშვებათ, შეგიძლია მას უთხრათ: “მე არ მსურს ამაზე საუბარი”.

15. ყველას, ვინც 12 წელს მიაღწია, უნდა ელაპარაკოთ თქვენობით. სამარცხვინოა, როცა ოფიციანტს ან მძღოლს მიმართავენ შენობით. მათაც კი ვისაც კარგად იცნობთ, სამსახურში უმჯობესია მიმართოთ თქვენობით. შენობით მიმართეთ მაშინ, როცა მარტო დარჩებით. გამონაკლისია, თუ თანატოლები ან ახლო მეგობრები ხართ.

16. საუბარი მათზე, ვინც იქ არ იმყოფება, ჭორაობა – დაუშვებელია. არ შეიძლება ახლობლებზე ცუდად საუბარი, ქმრების განსჯა. თუ თქვენთვის მიუღებელია, უბრალოდ გაშორდით. ასევე მიუღებელია საკუთარ სამშობლოზე ცუდად საუბარი.

17. კინოსა თუ თეატრში როცა საკუთარ ადგილამდე გინდათ მიღწევა, უკვე მსხდომებს გაუარეთ ისე, რომ სახით მათკენ იყოთ შებრუნებული. პირველი შედის მამაკაცი.

18. არსებობს ცხრა რამ რაც არავის უნდა გაუმხილოთ: ასაკი, სიმდიდრე, სახლის ყველა კუნჭული, ლოცვა, თქვენი წამლების ჩამონათვალი, სასიყვარულო კავშირები, საჩუქარი, ღირსება და ნაკლოვანება.

და ბოლოს ჯეკ ნიკოლსონის სიტყვები კარგ ტონზე: “მე დიდი ყურადღებით ვეკიდები კარგი ტონის წესებს. არ ვყვირი ერთი ოთახიდან მეორეში, არ შევდივარ დაუკაკუნებლად, გზას ვუთმობ ქალს. მიზანი კი ერთია, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი იყოს”.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018