საუკუნის ყველაზე დიდმა ასტეროიდმა ფლორენსმა დედამიწას ჩაუფრინა – 2500 წლამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ

დედამიწას აქამდე ცნობილებიდან ყველაზე დიდმა ასტეროიდმა ფლორენსმა 1 სექტემბერს უსაფრთხოდ ჩაუფრინა. NASA-ს ცნობით, საშიშროება არ არსებობს და სულ მცირე, 2500 წლამდე არ იქნება.

ობიექტის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს. ის დედამიწას 7 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა.

18 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწას ყველაზე ძალიან 2017 წლის 1 სექტემბერს დაუახლოვდებოდა.

2017 წელს, ფლორენსზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018