ყავა დეპრესიის მტერია

ბევრ ადამიანს დილა ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
ეს სასმელი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მისი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა ის, რომ ენერგიას გვმატებს. ყავის მოყვარულები განმარტავენ, რომ მისი წყალობით დაღლილობის შეგრძნებისგან ხშირად გათავისუფლებულან.

კარგი ინფორმაცია გვაქვს იმ მკითხველისთვისაც, ვინც წონაში დაკლება გადაწყვიტა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყავა ცხიმის წვას უწყობს ხელს. თუ სამეცნიერო ნაშრომებს გადაიკითხავთ აღმოაჩენთ, რომ კოფეინი მეტაბოლიზმს 3-11%-ით აჩქარებს. ამასთან, 457 922 ადამიანზე დაკვირვების შემდეგ მკვლევარები აცხადებენ, რომ 7%-ით მცირდება დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი თუ ადამიანი ყავას ყოველდღე სვამს.
ყავა ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და შესაბამისად, სასარგებლო და ამასთან, ძალიან გემრიელია.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ალცჰაიმერის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრების წესი. ამ ვერაგი დაავადებისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების რაციონი. ჯანსაღ რაციონში შედის ყავაც. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია – ყავის მოყვარულთა კატეგორიაში 65%-ით დაბალია ალცჰაიმერის მაჩვენებელი.
ყავა დეპრესიის მტერია. ეს სასმელი გაბედნიერებთ და განწყობას გიუმჯობესებთ. ჰარვარდის მეცნიერთა მიერ წარმოდგენილ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 20%-ით დაბალია დეპრესიის რისკი იმ ქალბატონებში, რომლებიც ყავას სვამენ.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ყავის სასარგებლო თვისებები ძალას კარგავს თუ ბოროტად მოიხმართ, დიდი დოზით სვამთ. ყველაფერში უნდა დაიცვათ ზომიერება. გაითვალისწინეთ, რომ არტერიული წნევის მატების მიზეზი შეიძლება ყავა იყოს. სწორედ ამიტომ თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, სასურველია, ყავას მოერიდოთ. შეიძლება ზოგიერთი ადამიანის უძილობის მიზეზიც გახდეს. სწორედ ამიტომ საუკეთესო მრჩეველია თქვენი ორგანიზმი. თუ დისკომფორტს იგრძნობთ, მისი დოზა შეამცირეთ ან გარკვეული დროით ყავის მიღებისგან თავი შეიკავეთ.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018