“ჩემს მომავალ ცოლს ყოფილი ქმრისგან შვილი ჰყავს, ძალიან ვნერვიულობ, როგორი იქნება ბავშვთან ჩემი პირველი შეხვედრა”

34 წლის ახალგაზრდა კაცი ასეთ რამეს წერს:

”მიყვარს ქალი, რომელსაც ყოფილი მეუღლისგან ექვსი წლის გოგონა ჰყავს. დაქორწინება გადავწყვიტეთ. რამდენიმე თვეში ურთიერთობას ოფიციალურად გავაფორმებთ. ამჟამად ჩემი საცოლე ბავშვთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობს. როცა ჩემთან გადმოვა, ბავშვს საკუთარ მამასთან ურთიერთობის საშუალება იშვიათად ექნება.

მას ჰყავს ასევე მოყვარული ბებია-ბაბუა, დეიდა, მამიდა, რომლებთან განშორებაც, ალბათ, გაუჭირდება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე მტკივნეული უმამობა იქნება. ჩემი შეყვარებული ამ ამბავს ძალიან განიცდის. როგორ შეიძლება შევამზადოთ გოგონა ასეთი გლობალური ცვლილებისთვის? როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ამიერიდან მის გვერდით იქნებიან მხოლოდ დედა და უცხო ბიძია, რომელსაც იმედი აქვს, რომ პატარასთვის კარგი მეგობარი იქნება?

გარდა ამისა, კიდევ ერთი გარემოება მაფიქრებს: ბავშვს ჯერ არ ვიცნობ. ძალიან ვნერვიულობ, როგორი იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა და როგორ უნდა მოვიქცე – სასეირნოდ წავიყვანო, სერიოზულად დაველაპარაკო თუ ჩვეულებრივად, ბუნებრივად დავიჭირო თავი, რათა ბავშვი ისეთს შემეჩვიოს, როგორიც სინამდვილეში ვარ?”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018