ჩინეთის ზოოპარკიდან 78 ნორჩი ნიანგი გაიქცა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანიდან 78 მოზარდი ნიანგი გაიქცა. რეპტილიების “გაპარვის” მიზეზი ტერარიუმში მიმდინარე რემონტი გახდა.

ზოოპარკის თანამშრომლებმა უკვე დააბრუნეს 73 ნიანგი. ისინი აცხადებენ, რომ გაქცეული ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს ჯერჯერობით არ წარმოადგენენ, რადგან პატარები არიან.

პირიქით, საფრთხე სწორედ “გაპარულ” ნიანგებს ემუქრება, რადგან დაკარგული ნიანგები სიამის ნიანგების ჯიშს ეკუთვნიან, ისინი ჩინეთში დელიკატესად ითვლებიან და თავისი ტყავის გამოც საკმაოდ ხშირად ხდებიან ბრაკონიერების მსხვერპლნი.

ნიანგების ეს სახეობა გადაშენების პირასაა.

ნიუპოსტი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018