არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულა

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულაარგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ვენესუელა მიიღო და მისი დამარცხება ვერ მოახერხა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და არგენტინის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ამჟამად არგენტინელები ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებენ და არსებობს რეალური საფრთხე იმის, რომ ისინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.

ვენესუელასთან არგენტინის ნაკრები სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თავისი უპირატესობა მათ გოლებში ვერ გამოსახეს და საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. შემდეგი თამაშს არგენტინის ნაკრები პერუს წინააღმდეგ გამართავს და ამ შეხვედრაში არგენტინელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ.