აუდიტის სამსახურმა „ოცნების“ შემომწირველი ვერ იპოვა

აუდიტის სამსახურმა „ოცნების“ შემომწირველი ვერ იპოვასაქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ შემომწირველების ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ დამფინანსებლების ნაწილის გამოკითხვა მოხერხდა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი დამფინანსებლის გამოკითხვა იმის გამო ვერ შედგა, რომ ის იურიდიულ მისამართზე არ აღმოჩნდა და უწყება ვერ ჩაბარდა:

– დაბარებული გვყავდა 3 პირი, აქედან ერთს არ ჩაბარდა, ორს კი ველოდებით. ამ ორი პირიდან ერთი არის „ევროპული საქართველოს“, ერთი კი „ქართული ოცნების“ შემომწირველი . ჩვენ ვთვლით, რომ მათი მიმდინარე შემოსავლები არის მცირე განხორციელებულ შემოწირულობასთან მიმართებაში. – განაცხადა აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა , ზურაბ აზნაურიშვილმა.

ნიუპოსტი