გადამწყვეტ ტელედებატებში მერკელმა შულცი დაამარცხა

გადამწყვეტ ტელედებატებში მერკელმა შულცი დაამარცხაგერმანიის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და მის ოპონენტ მარტინ შულცს შორის გადამწყვეტი სატელევიზიო დებატები გაიმართა. Reuters-ის ცნობით, დებატებში ქრისტიან-დემოკრატმა მერკელმა გამოკითხულ ამომრჩევლთა 55%-ის მოწონება დაიმსახურა.

კვლევა გერმანულმა ორგანიზაცია Infratest dimap-მა ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ ამომრჩეველთა 55%-ი ხმას მერკელს აძლევს, ხოლო 35% მის ოპონენტს “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან” მარტინ შულცს.

გერმანიაში საპარლამენტო (ბუნდესტაგის) არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. სწორედ ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი გახდება კანცლერი და დააკომპლექტებს მთავრობას.

იმედინიუსი