გურამ კაშიამ ”აიაქსს” გაუტანა და მოუგო – ვიდეო

გურამ კაშიამ ”აიაქსს” გაუტანა და მოუგო - ვიდეოდღეს ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ,,ვიტესმა” ,,აიაქსი” დაამარცხა.

,,ვიტესის” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ  მორიგი გოლი გაიტანა. ერედივიზიონის მე-6 ტურში არნემული კლუბის გასვლაზე ამსტერდამის ,,აიაქსს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა.  სტუმრები გურამ კაშიამ დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის დროს დამატებაზე თავით ზუსტად ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ,,ვიტესმა” უპირატესობა ორამდე პირველივე ტაიმში გაზარდა. მასპინძლებმა კი მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ვიტესის” აქტივში 13 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.