ედისონ კავანი და ნეიმარი შერიგდნენ

ედისონ კავანი და ნეიმარი შერიგდნენპსჟ-ს ფორვარდები ედისონ კავანი და ნეიმარი შერიგდნენ და ნეიმარმა თავის გუნდს ბოდიში მოუხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც ლიონთან შეხვედრის მოხდა.

ლიონთან მატჩის დროს კავანიმ ნეიმარს პენალტის დარტყმის საშუალება არ მისცა, რამაც ბრაზილიელი გაანაწყენა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ კავანიმ და ნეიმარმა კინაღამ იჩხუბეს და ისინი თანაგუნდელებმა გააშველეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარმა თავისი დანაშაული აღიარა და ამის შემდეგ თერთმეტმეტრიან დარტყმებს ისევ ედისონ კავანი შეასრულებს.

პსჟ-ს მომავალ შეხვედრებში გამოჩნდება კონფლიქტი რეალურად ამოიწურა თუ არა.