ეკა გიგაური – ”ვანო ზარდიაშვილს ეთიკა არ მოეკითხება”

ეკა გიგაური - ”ვანო ზარდიაშვილს ეთიკა არ მოეკითხება”“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ურჩევს, დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობებთან დაკავშირებით რეესტრის მონაცემებს ჩახედოს.
ასე გამოეხმაურა გიგაური ზარდიაშვილის განცხადებას, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტრი ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
– ვურჩევდი მას, რომ შეხედოს საჯარო რეესტრის მონაცემებს, სხვა კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეთიკა კიდევ ამ ადამიანს არ მოეკითხება, – განაცხადა გიგაურმა.
დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, „ის, რასაც ეკა გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა, მიზანმიმართული ტყუილი ან არაკომპეტენტურობაა“.

ინტერპრესნიუსი