ერაყში, ISIS-ის წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ერაყში, ISIS-ის წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯესბაღდადის სისხლის სამართლის ცენტრალურმა სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, სასამართლოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს. განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ფორმირების, „ალ-ზარქაუის“ ბრიგადის წევრია.

სასამართლოს ცნობით, დალავებულმა აღიარა მთელ რიგ დანაშაულებებში მონაწილეობა. კერძოდ, 2015 წელს, უშიშროების ძალების წრმომადგენლების წინააღმდეგ აფეთქებების მოწყობა.რუსული მედიის ცნობით, ეს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია. ერაყში რუსეთის საელჩოში კი აცხდებენ, რომ თანამემამულეს სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.