ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მართვით სუნთქვაზეა – ”პიქსელში” მომხდარი დრამის დეტალები

ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მართვით სუნთქვაზეა - ”პიქსელში” მომხდარი დრამის დეტალებივაკეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ვაკეში მომხდარის შედეგად დაჭრილ ორივე პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
– ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათ მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებათ, – განაცხადეს საავადმყოფოში.
ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ორივე აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.

ერთ-ერთი თვითმხილველის, გიორგი ნიაზაშვილის, ინფორმაციით, მან დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი “პიქსელის ცენტრის” მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ზურგში ჭრილობა ორჯერ მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ქალს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა.
მისივე თქმით, მამაკაცი სხვა დროსაც შეუნიშნავს ტერიტორიაზე.
– მამაკაცი ადრეც შემიმჩნევია ტერიტორიაზე. მე როდესაც დღეს დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, – განაცხადა თვითმხილველმა გიორგი ნიაზაშვილმა.