თამარ ჩუგოშვილი: „პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება“

თამარ ჩუგოშვილი: „პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება“პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ შედგება.

– როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების – ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ოპოზიციას და მმართველ გუნდს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არიან და უკვე მესამე დღეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრის დეტალების დაზუსტებას ელოდებიან.