თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ – ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია…”

თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ - ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია...”საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას თინა ხიდაშელი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

”ეს პოსტი ისტორიისთვის არის და კიდევ ფბ-ს მემორისთვის. ამასთანავე მძიმე პოსტია.
ისტორია კი 1993 წელს დაიწყო, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნის პირველივე მცდელობისას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ დათო უსუფაშვილმა ხელი არ მოაწერა შევარდნაძის დავალებით ერთ ღამეში შეცვლილ, ე.წ ჩიკაგოს ვერსიის გაფუჭებულ პროექტს და პროტესტის ნიშნად არ მივიდა მაშინდელ პიონერთა სასახლეში.
იმ დღიდან ასოციაციის თავმჯდომარეები, მოქმედი და ყოფილი მუდმივად იყვნენ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. სამწუხაროდ, კონსტიტუციური პროცესი ვერასოდეს გასცდა უმრავლესობის სუბიექტურ განწყობებს: ხან კონკრეტულ ადამიანებს არგებდნენ, ხან ჯიბრზე იღებდნენ და სხვა. ასოციაციის არც ერთ თავმჯდომარეს მოქმედს თუ ყოფილს ამ სირცხვილში მონაწილეობა დღემდე არ მიუღია.
მე ჩემსას ვიტყვი, ყველას თავისი ისტორია აქვს. 2004 წლის ცვლილებების პროექტს 2 უარყოფითი ხმა აქვს: იმ მომენტისთვის ასოციაციის ყოფილი (დათო) და მოქმედი თავმჯდომარეების (ჩემი).
კარგი ამბავი ის არის, რომ მოქმედი დღესაც იქ დგას, სადაც ყველა მისი წინამორბედი მანამდე, ხმა არ მისცა ცვლილებებს, რომელიც მორიგ ჯერზე ჯიბრზე მიიღო უმრავლესობამ.
ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია.
სამწუხაროა, თუმცა ალბათ ტრადიციები იმისთვის იქმნება რომ ვინმემ ერთხელ მაინც დაარღვიოს თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ - ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია...”?”