თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების ჯგუფი ვერტმფრენით გადმოჰყავთ

თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების ჯგუფი ვერტმფრენით გადმოჰყავთქართველი ტურისტების ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სამაშველო ვერტმფრენში იმყოფება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ექვსივე პირი მაშველებმა იპოვეს და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი მას შემდეგ ჩაერთო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვდა. მათ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რომ ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ქართველ ტურისტთა ადგილსამყოფელი რთულად მისადგომი იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გადაწყვიტა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი გამოეყენებინა.