ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიციის შტურმი დავძლიეთ”

ირაკლი კობახიძე - ”ოპოზიციის შტურმი დავძლიეთ”დღეს ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს და რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
– დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. ჩვენ შეგვხვდა სერიოზული წინააღმდეგობა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს, რომ შევიმუშავებდით დოკუმენტს, რომელიც გაუძლებდა დროს. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციებმა. ჩვენ გამოვიერეთ ავტოკრატიული და ნახევრადავტოკრატიული რეჟიმები. ამ რეჟიმების მთავარი საყრდენი სწორედ არადემოკრატიული კონსტიტუციები იყო, რომელიც მიიღეს 1995 წელს, 2004 წელს და რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მემკვიდეობით 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე გადმოგვცა. ჩვენი ისტორიული მისია და ამოცანა იყო ამ მახინჯი კონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით წარდგენისას.

ინტერპრესნიუსი