კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალაკინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს:
“არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად თბილი და სიკეთით სავსე, ბატონი კოტე თოლორაია გარდაიცვალა” – წერს რეჟისორი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მსახიობის გარდაცვალების გაამო მწუხარებას გამოთქვამს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე: “არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი არტისტი კოტე თოლორაია გარდაიცვალა ” – წერს წულუკიძე.
მსახიობი 1926 წელს დაიბადა. გადაღებულია ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”; ” ადამიანთა სევდა”; “მაცი ხვიტია”; “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” და სხვ.
კოტე თოლორაია ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობზე, თამარ სხირტლაძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ – “ღიმილის ბიჭი” თაზო თოლორაია, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკურნებელი სენით გარდაიცვალა.
მსახიობის პანაშვიდი გაიმართება 8-9 სექტემბერს ქავთარაძის 17 ნომერში, გამოსვენება კვირას, ეკლესიიდან.

ambebi.ge